მეტრო "გოცირიძეზე" სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.
მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება.
მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ "დიდუბიდან" "სადგურის მოედნამდე". მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "დიდუბემდე" და "სადგურის მოედნიდან" "ვარკეთილამდე".
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.