27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ჩვენი მთავრობისთვის აშშ-სთან ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს - დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრს მედიამ კითხვა "ოცნებიდან" წასული დეპუტატების წერილში მოყვანილ თემებთან დაკავშირებით დაუსვა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ურთიერთობები აშშ-სთან არის მნიშვნელოვანი და ღირებული და ამ ურთიერთობებს ვუფრთხილდებით.

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ჩვენი მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაღრმავდეს, რათა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს კიდევ უფრო დაჩქარებული, რაც არის ჩვენი ყველას საერთო მიზანი და გეგმა," - აცხადებს დარჩიაშვილი.

დღის ამბები