ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კორპუსის მოსახლეებს საკუთარი ბინებიდან აუცილებელი ნივთების წამოღების საშუალება ეძლევათ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შედის.
"კურიერის" ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესში აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი სახლის გარკვეული მასა გაზის მილს აწვებოდა. არსებობდა აფეთქების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ დაიწყო ევაკუაცია.
ადგილზე იმყოფებიან სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც ევაკუაციის პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის გადაყვანა დროებით, სასტუმროში, ხოლო შემდეგ კი ქირით იგეგმება.