27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ოპოზიციის შეფასებით, "ხალხის ძალის" განცხადება აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" პოზიციას წარმოადგენს

"ხალხის ძალის" წევრების მიერ ვრცელი წერილის გავრცელების შემდეგ, შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც, წერილს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაშიც.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობას "ქართული ოცნების" ქვედანაყოფს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ დავალებული აქვთ მძაფრი ანტიდასავლური ხაზის გატარება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხალხის ძალის წევრების მიერ გაკეთებული განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, რაც ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას შეეხება. სწორედ ამიტომ, მანჯგალაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, გამოძიება დაადასტურებს იმას, რომ ამ განცხადებაში მოყვანილი ცნობები არის აბსურდი და არის ბინძური რუსული პროპაგანდა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, ეს განცხადება არა კონკრეტული ოთხეულის, არამედ "ქართული ოცნების" პოზიციაა და არის იმ კამპანიური თავდასხმის გაგრძელება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ დაიწყო.

დღის ამბები