ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა - მიზეზი რუსული ვერტმფრენის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა. რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე უნებართვოდ გადაკვეთა. საგარეო უწყებაში რუს დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცეს.