ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი რუსული ვერტმფრენის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა.ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 9 აგვისტოს, ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე უნებართვოდ გადაკვეთა.
საგარეო უწყებაში რუს დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ტალინმა უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ დაგმო.