27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ჩინეთში ახალი ვირუსი ვრცელდება -  ვირუსების ეს ოჯახი ძლიერ სახიფათოა, "სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე COVID-19-ის შემთხვევაში"

მაშინ, როდესაც პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ COVID-19 ჯერ ისევ არსად გამქრალა და მაიმუნის ყვავილიც აქტიურად ვრცელდება, ჰორიზონტზე ახალი ვირუსი გამოჩნდა.

მკვლევრები თვალსა დევნებენ ახალი ჰენიპავირუსის, ლანგიას (LayV) გავრცელებას ჩინეთში, სადაც უკვე ფიქსირდება ინფიცირების ათეულობით შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსების ეს ოჯახი ძლიერ სახიფათოა; ნიპაჰის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-75 პროცენტია, ანუ გაცილებით მაღალი, ვიდრე COVID-19-ის.

ვირუსი პირველად 2018 წელს დააფიქსირეს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შანდუნისა და ჰენანის პროვინციებში, მაგრამ მისი ოფიციალური იდენტიფიცირება გასულ კვირაში მოხდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთში შემთხვევათა რაოდენობამ უცაბედად მოიმატა და 35-ს მიაღწია.

პეკინის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლანგიას ვირუსის იდენტიფიცირება მას შემდეგ შეძლეს, რაც აღმოსავლეთ ჩინეთში რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა ცხელება და ჰქონდათ ცხოველებთან კონტაქტის ისტორია.

თავდაპირველად ლანგიას ვირუსი ერთი პაციენტის ყელიდან აღებულ ნაცხში დააფიქსირეს, შემდეგ კი ის ჯამში 35 ადამიანს აღმოაჩნდა, ძირითადად ფერმერებს შანდუნისა და ჰენანის პროვინციებიდან.

რა არის ლანგიას ვირუსი?

ლანგიას ვირუსი იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ნიპაჰისა და ჰენდრას მომაკვდინებელი ვირუსები -ჰენიპავირუსების ოჯახს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსების ეს ოჯახი ძლიერ სახიფათოა; ნიპაჰის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-75 პროცენტია, ანუ გაცილებით მაღალი, ვიდრე COVID-19-ის.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ლანგიას ვირუსი კაცობრიობისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთში ამ ვირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები და არ დაფიქსირებულა სიკვდილის შემთხვევა.

2008 წელს ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბუნებაში ჰენიპავირუსების მატარებლები არიან ხილის ღამურები (მფრინავი მელა) და რამდენიმე სახეობის მწერიჭამია ღამურა; სხვა კვლევების შედეგად, ღამურებში, მღრღნელებსა და ბიგებში სხვა ჰენიპავირუსებიც აღმოაჩინეს.

სიმპტომები:

როგორც ამ ეტაპზე ჩანს, ლანგიას ვირუსისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ცხელება (აღენიშნებოდა ყველა პაციენტს), მაგრამ ინფიცირებული პაციენტები ასევე იუწყებოდნენ დაღლილობის (54 პროცენტი), მადის დაკარგვის (50 პროცენტი), კუნთების ტკივილის (46 პროცენტი), ხველების (50 პროცენტი), ღებინების (38 პროცენტი) და თავის ტკივილის (35 პროცენტი) შესახებ.

რამდენიმე პაციენტს ასევე განუვითარდა სისხლის უჯრედების პათოლოგიები და ღვიძლისა და თირკმლების დაზიანების ნიშნები, მაგრამ არც ერთი პაციენტი არ დაღუპულა.

როგორ ხდება გადადება?

ლანგიას ვირუსი ზოონოზური ინფექციაა — ანუ, ის ადამიანებში ცხოველებიდან გავრცელდა. თუმცა, ვინაიდან ჩინეთში ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ცხოველიდან ადამიანზე ამ ვირუსის გადადება ჯერ კიდევ არარეგულარული, სპორადულია.

ჩინელი მკვლევრები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ, ზუსტად რომელი ცხოველისგან გადაედოთ ადამიანებს ეს ვირუსი, მაგრამ დიდი ეჭვი აქვთ ბიგაზე.

პეკინის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ მიერ შესწავლილ 25 სახეობის პატარა ცხოველს შორის, ვირუსის გენომი მეწტილად ბიგებში დაფიქსირდა — შესწავლილი 262 ბიგადან, 27 პროცენტი ამ ვირუსის მატარებელი იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ციცქნა ცხოველი შეიძლება ლანგიას ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი იყოს.

მართალია, აშკარაა, რომ ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო, მაგრამ მკვლევრები ჯერ არ არიან დარწმუნებული, საერთოდ შესაძლებელია თუ არა მისი გადადება ადამიანიდან ადამიანზე.

ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, 9 პაციენტის კონტაქტების მოძიების შემდეგ, მათი ოჯახების წევრებს, 15 ახლო კონტაქტს ვირუსი არ აღმოაჩნდათ. თუმცა, ამავე მკვლევართა აზრით, შესწავლილ ნიმუშთა ზომა ზედმეტად პატარაა, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ლანგიას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადება.

მკურნალობა:

ჰენიპავირუსების ვაქცინები ადამიანებისთვის ამჟამად არ არსებობს, მაგრამ არსებობს ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის - ჰენდრას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ცხენებისთვის.

დღის ამბები