27 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
FBI-ის მიერ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკას კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ფლორიდის რეზიდენციაში საგამოძიებო ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულ ჩხრეკას კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.

ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ენდრიუ იანგი ტვიტერზე წერს, რომ მიუხედავად მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა დონალდ ტრამპის მიმართ, მის სახლში ჩატარებული რეიდი ტრამპის უსამართლო დევნის განცდას აჩენს ბევრი ამერიკელისთვის.

"მე არ ვარ ტრამპის ფანი. მე მინდა ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლიდან, მაგრამ მისი განცხადების მთავარი ნაწილი იყო იმაში, რომ ის გამოდის კორუმპირებული სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ. ეს რეიდი კი მის ამ პოზიციას ამყარებს ბევრი ამერიკელისთვის, რომლებიც ამაში უსამართლო დევნას დაინახავენ," - წერს ენდრიუ იანგი.

ტენესის შტატის სენატორი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი მარშა ბლექბერნი ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე საუბრობს და კითხვას სვამს, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მაშინ მათი სახლების ჩხრეკით:

"ბილ და ჰილარი კლინტონებმა თეთრი სახლიდან 28000 დოლარის ღირებულების ავეჯი წაიღეს.

ობამამ დაარღვია საპრეზიდენტო დოკუმენტების შესახებ კანონი

რატომ არ გაჩხრიკა FBI-მ მათი სახლები?

ეს არის პოლიტიკური ჯადოქრებზე ნადირობა  პრეზიდენტ ტრამპის განადგურების მიზნით,"- წერს სენატორი ბლექბერნი ტვიტერზე.

დღის ამბები