27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
რა სარგებელი აქვს ქვეყანას ტურისტული ნაკადის ზრდით - საქართველოს წელს რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს

საქართველოს წელს რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს. 

2022 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა უკვე 2,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყნის სტუმრების ინტერესი, ძირითადად, საკურორტო ზონებია, თუმცა ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს თბილისსაც.

მრავალფეროვანი დასვენება, მთა , ზღვა, ნაკრძალები, მღვიმეები, ექსტრემალური თავგადასავლები, გასტრონომიული თუ ეთნო-კულტურული ტურები - ეს საქართველოს ტურიზმია, რომლის განვითარების პარალელურადაც, მკვეთრი ზრდა აქვს სტატისტიკას-  ზრდა 177 პროცენტიანია. მხოლოდ ივლისში, საქართველოს 718 401-ი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, 2022 წლის იანვრიდან ამ დრომდე კი, ჯამში, 2,5 მლნ-ზე მეტი.

ქვეყანაში შემოსული თითოეული ტურისტი დამატებითი შემოსავლის წყაროა ადგილობრივებისთვის. არის პერსპექტივა დამატებითი სამუშაო ადგილებისთვის და არის ქვეყანაში შემოსული კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა, რაც ეროვნული ლარის გამყარების საწინდარია.

დღის ამბები