27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი დასასრულს უახლოვდება - 12 აგვისტოს მსმენელის წინაშე ცოტნე ზედგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი და უკრაინელი მუსიკოსები წარდგებიან

მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 12 აგვისტოს გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საღამოზე მსმენელის წინაშე, 12 წლის პიანისტი ცოტნე ზედგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიურ ორკესტრთან და უკრაინელ მუსიკოსებთან წარდგება.

ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მისული სტუმრებისთვის პატარა პიანისტის მიერ უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები გია ყანჩელის კომპოზიციებთან ერთად გაჟღერდება. ვიდრე მსმენელი "პატარა მოცარტად" წოდებული პიანისტის შემოქმედებას გაეცნობა, 10 აგვისტოს, გენიალური ქართველი კომპოზიტორის დაბადების დღეზე, მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები.

დღის ამბები