საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ხვალ 10 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0041-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0067-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7729 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0022-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.2813 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0001-ით გამყარდა . ლირის ღირებულება 0.1510 ლარი გახდა.