ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია სატვირთოს მძღოლი. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.