27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"თეგეტა ჰოლდინგში" გაიმართა ბიზნესკონფერენცია, რომელსაც 8 ქვეყნიდან  ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია

"თეგეტა ჰოლდინგში", "გრუპ აუტო კაუკასუსთან" ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ "გრუპ აუტო ინტერნეიშენალთან" ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენცია გაიმართა.

ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია.

მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში "გრუპაუტო ინტერნეიშენალის" დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.

კონფერენციის მონაწილეებმა ავტოინდუსტრიის უახლესი ტენდენციები განიხილეს და პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბიზნეს შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

დღის ამბები