უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი Kirpi მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფ "კახოვკაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენს ჯარისკაცებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტიორები BMC Kirpi გადაეცა," - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უკრაინის ძალებისთვის დამატებით 150 ერთეული თურქული ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემაც იგეგმება.