უკვე რამდენიმე საათია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება. ამირან გამყრელიძემ ჯერ კიდევ დილით დააანონსა, რომ პოსტის დატოვებამდე აპირებს გადაბარების პროცესის დაწყებას.
ამირან გამყრელიძის თქმით, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
უწყებაში დეტალურად გაივლიან ყველა საკითხს. ამირან გამყრელიძის მერე უწყებაში მივიდა მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ჟურნალისტების კითხვას, რჩება პოსტზე, თუ მასაც მოუწევს წასვლა, პაატა იმნაძე ჯერჯერობით ამბობს, რომ არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.