27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 16 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით ორ კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

"დღეს მთავრობამ მიიღო რამდენიმე განკარგულება, მათ შორის არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის თანახმადაც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში, დაუკანონდა ფართები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი - ამ დიდ ქალაქებშიც და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

ჯამში გადაეცა როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამ პროექტზე ჩვენ ვმუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმისთვის, რომ ზუსტად მოგვეხდინა შეფასება, რომ კონკრეტულად ეს დევნილი ოჯახები მიზნობრივად დანიშნულებისამებრ არაკომერციულად იყენებენ საცხოვრებელ ფართებს," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები