ფოთის პორტში, იმ ადგილას, სადაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ჭურვები ჩამოვარდა, გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად მემორიალი გაიხსნა.
მემორიალის გახსნას პორტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი ხელისუფლება და დაღუპულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს ღამით დაიბომბა, რა დროსაც პორტის სამი თანამშრომელი გარდაიცვალა, 4 კი მძიმედ დაიჭრა.