27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
დღესდღეისობით საქართველოში იმყოფება იმის ნახევარი რუსეთის მოქალაქეების ტურისტებისა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია, "ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც არ ესმის სამოქალაქო საზოგადოების და ე.წ ენჯეოების ნაწილს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილ. 

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ რუსი ტურისტების შემოსვლა დამატებით საფრთხეებს შეიცავს, არის პოპულიზმი, რომელიც ქსენოფობიაში გადაიზარდა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში, დღეის მონაცემებით, რუსეთის 100 ათასი მოქალაქეა შემოსული მოკლე ვადით, აქედან ნაწილი ქართველები არიან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

"დღესდღეისობით საქართველოში იმყოფება იმის ნახევარი რუსეთის მოქალაქეების ტურისტებისა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო - არის ქსენოფობია. ეს არის იცით როგორი ელემენტარული ჭეშმარიტება?! რომელიც სამწუხაროდ არ ესმით ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ან ე.წ. ენჯეოების გარკვეულ ნაწილს, რომლებმაც მხოლოდ პაუერ ფოინთით იციან ადამიანების უფლებებზე საუბარი და სემინარზე ყავის სმის დროს იციან ადამიანების უფლებებზე საუბარი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, დღეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი ან ჩუმად არიან და ამის წინააღმდეგ არაფერს არ ამბობენ, ან პირიქით თავად ახალისებენ ამ ქსენოფობიას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები