27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
"ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა აღარასდროს არ უნდა განმეორდეს" - თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ბათუმში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე იმყოფებოდა სოფელ ცეცხლაურში, სადაც 8 აგვისტოს დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა აღარასდროს არ უნდა განმეორდეს და ჩვენ მშვიდობიანი გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები