27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ევროპული დავალება იქნეს შესრულებული - ნიკა მელია

ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ იღებენ მონაწილეობას ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აღნიშნული საპარლამენტო ჯგუფები არ არის შედეგზე ორიენტირებული.  

"კოსმეტიკურ თავყრილობებში, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოცდილებამ თითოეული ჩვენგანი საქმის კურსში ჩაგვაყენა [მონაწილეობას არ მივიღებთ]. "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს მხოლოდ ფონის გასატარებლად აკეთებს და არ ვაპირებთ მონაწილეობას არც" ნაციონალური მოძრაობა" და არც ბევრი სხვა პარტია. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ევროპული დავალება იქნეს შესრულებული," - განაცხადა ნიკა მელიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი საკუთარი მიმართულებით მუშაობს.

დღის ამბები