27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ თარიღებთან დაკავშირებით ტვიტერში ავრცელებს პოსტს.

"1801,1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა," - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები