"უკრაინული ენა დამწყებთათვის" - თსუ-ში ამ დასახელების პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.
ცერემონიას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვი ესწრებოდნენ. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს უკრაინულად წერა-კითხვა, მარტივი კომუნიკაციისათვის, მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაგებად აუცილებელი ლექსიკა. ასევე მიიღეს ინფორმაცია სლავური კულტურის კონტექსტში უკრაინული ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
ორთვიან კურსს თსუ-ის უკრაინისთვის ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.