27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ადამიანებს, როდესაც ასეთ მომენტში ასეთი კონტექსტის დროს მსგავს განცხადებებს აკეთებენ, პროვოკაცია აქვთ მიზნად - ვახტანგ მეგრელიშვილი ოქრუაშვილზე

ირაკლი ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს, რომელიც facebook-ის ადმინისტრაციამ წაშალა, ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით, მსგავსი შინაარსის განცხადებების მიზანი მხოლოდ პროვოკაციაა. ნაწილი კი, მისგან ბოდიშის მოხდასაც ელოდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება პროვოკაციული იყო.

"ადამიანები როდესაც ასეთ მომენტში ასეთი კონტექსტის დროს მსგავს განცხადებებს აკეთებენ, პროვოკაცია აქვთ მიზნად, ვიდრე საკუთარი თავის გულრწფელი გამოხატვა. ჩემი აზრით ეს თემაც იყო იმისთვის გამოყენებეული, რომ გაეგრძელებინათ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთის ლანძღვა-გინება,"- აცხადებს მეგრელიშვილი. 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე იმედოვნებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გამოქვეყნებული განცხადების გამო ბოდიშს მოიხდის. 

"ოქრუაშვილის განცხადება იყო მძიმედ წასაკითხი და მოსასმენი. მსგავსი განცხადება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება, იმისთვის, რომ რუსეთმა მსგავსი მესიჯები გამოიყენოს თავისი პროპაგანდისთვის. ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ისეთი ფიგურა, რომელსაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციო, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავს განცხადებებს. იმედი მაქვს, რომ ბოდიშს მოიხდის,"- აცხადებს კუპრაძე. 

დღის ამბები