27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"ამჟამად სხვა მიზანი აქვთ - ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება! იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს!" - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენებს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება სურთ.

დესტაბილიზაციის პროცესში, გია ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველიც კი ჩაერთო. 

"2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ - რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბობეთ გორშიო.

მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს, გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს ამჟამად სხვა მიზანი აქვთ - ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება! რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს! ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო.

ხელისუფლების "სუსტი მხარეც" შეუსწავლიათ - მან არ უნდა დაუშვას ომის პროვოცირება, სოციალური ფონის დამძიმება, პრობლემების შექმნა იმ ქართველებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში ან თუნდაც საოკუპაციო ხაზებთან ცხოვრობენ, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ლარის კურსის სტაბილურობა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცეს," - წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები