27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
"სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლიდან 1 თვეზე ოდნავ მეტი გავიდა. საწყის ეტაპზე, შესაძლოა ბევრი ნეაპოლელი სკეპტიკურად ყოფილიყო განწყობილი ტრანსფერის მიმართ, რადგან კვარაცხელიას ევროპულ საფეხბურთო ელიტაში თავის გამოჩენის შანსი ჯერ არ ჰქონია, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ განვლილ პერიოდში კვარამ მთელი ნეაპოლი მის მიმართ დადებითად განაწყო.

4 ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც კვარაცხელიას გადაბარგების შემდეგ იტალიურმა გრანდმა გამართა, ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. თუმცა, სტატისტიკის მიღმა უკვე იყო ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი, დრიბლინგი და ტექნიკის დემონსტრირება, რომელიც ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ნეაპოლელი გულშემატკივრები, კვარაცხელიას სადებიუტო თვეს აქტიურად ეხმაურებიან.

"ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად მახარებს ამ ახალ "ნაპოლიში". ყოველთვის, როცა ბურთს იღებს - არაპროგნოზირებადია."

 

"ნამდვილი ანარქისტული ნიჭი, რომელიც მოგაგონებთ ფეხბურთის ყოფილ ჩემპიონებს: მერონი, ბესტი, კრუიფი."

 

"ჩემი აზრით, მისი წყალობით სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ."

 

"ბიჭი ძალიან ძლიერია. შეხვდება სირთულეებს, მაღალი დონის მცველებს, მოუწევს ისწავლოს და გაიზარდოს. მაგრამ ის მზადაა, თავხედი და ველურია. ამ თვეში უფრო მეტი დრიბლინგი ვნახე, ვიდრე მთელ გუნდში ბოლო 4 წლის განმავლობაში."

 

"ფეხბურთელმა ასეთი ერთსულოვანი დაფასება ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე აქამდე სულ რამდენჯერმე მიიღო. ბოლოს ასეთი ალბათ კავანი იყო."

 

"ამჟამად ნაპოლის საუკეთესო შენაძენი. როცა ბურთი ფეხებთან აქვს, ყოველთვის უნდა ელოდო ჯადოსნურ დარტყმას, რომელსაც შეუძლია თამაშის გარდაქმნა. ძალიან ბრწყინვალე და შრომისმოყვარე."

 

"თუ მისი დონე ისეთია, როგორიც ამხანაგურ მატჩებში აჩვენა, "ნაპოლის" სერია ა-ს 5 უძლიერესი მოთამაშიდან ერთ-ერთი ეყოლება."

 

"არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც აქვს განსხვავებული ტექნიკა და მონდომება, თუ ჩემპიონატშიც მოახერხებს იმის გამეორებას, რაც ამხანაგურ მატჩებში გააკეთა, - ძალიან გავერთობით."

 

"მე მას არ ვიცნობდი (როგორც ყველა სხვა), ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე."

 

"ჯერ-ჯერობით ჩვენი საუკეთესო შენაძენია."

დღის ამბები