"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, თუმცა მისი ვინაობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა. რაც შეეხება მოტივს, ოფიციალური მოტივი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში გიორგი გალდავასა და თეიმურაზ ბეჟანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გაისმა სროლის ხმა და გალდავა ხელისა და მუცლის არეში დაიჭრა. დაჟრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმ გიორგი ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სტაბილური, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.