27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
პარტნიორი ქვეყნის ელჩთან იყო კითხვები და ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემის თხოვნა, 48 დეპუტატის აზრით, ეს თავდასხმაა, რაც ნიშნავს, რომ მათ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ - მამუკა მდინარაძე

"პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო კითხვები და ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემის თხოვნა, 48 დეპუტატის აზრით, ეს არის თავდასხმა, რაც ნიშნავს, რომ მათ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ," - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 48 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით ამ დეპუტატების დამოკიდებულების ლუსტრაცია.

"ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ ასევე მიაჩნიათ, თურმე, კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის თხოვნა, განსაკუთრებით მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას. ე.ი მათ ეს ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი. ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა. ვისაც არ უნდა შეეხებოდეს ამ შემთხვევაში, დიახ, ვადასტურებ, ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. და რადგან 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა, ნიშნავს, რომ მათ ქართულ სახელმწიფოზე, როგორც სახელმწიფოზე, არ აქვთ წარმოდგენა. მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები