27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ანიმაციაში გაცოცხლებული "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები - სრულმეტრაჟიანი მულტფილმი რეჟისორმა პაპუნა დავითაიამ შექმნა

ანიმაციაში გაცოცხლებული "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები - ლეგენდარული ქართული პოემა მულტფილმად რეჟისორმა პაპუნა დავითაიამ აქცია. ანიმაციის შექმნამდე კი შემოქმედებითმა ჯგუფმა დიდი გზა გაიარა. "ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირები ჯერ კიდევ 2013 წელს დახატეს, 2020 წელს კი ანიმაციური ფილმის გადაღებები დაიწყო.

შექმნის დღიდანვე "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით შექმნილი მულტფილმი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ბაზრისთვის შეიქმნა, 7 ოქტომბერს უკვე დაგეგმილია ანიმაციის ლოს-ანჟელესის კინოთეატრში ჩვენება, მანამდე კი პრემიერა თბილისში შედგება.

შოთა რუსთაველის პოემის ეკრანიზაციის მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ 1911 წლიდან არსებობდა, შალვა დადიანის მიერ დაწერილი იყო სცენარიც, მაგრამ ფილმის გადაღება პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა.

დღის ამბები