27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს ისევ ღიად მოუწოდებს, რუსეთთან საბრძოლო ქმედებებში ჩაერთოს - როგორია ქართველი პოლიტიკოსების პასუხი დანილოვის მიმართ

რუსეთის გასატეხად და მეორე ფრონტის გასახსნელად საქართველო უკრაინიდან ისევ წააქეზეს. ამჯერად გზავნილის ავტორი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანია. ალექსეი დანილოვის თქმით, თუ საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია მიწები დაიცვას და დაკარგული დაიბრუნოს.

უკრაინელ ძალოვანს მალევე უპასუხეს თბილისში. მმართველი გუნდის წევრებისთვის  უშიშროების საბჭოს მდივნის მოწოდებები კატეგორიულად მიუღებელია. "ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას - წარუმატებელია. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებების უკან იმალება კონკრეტული პირების სურვილები, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესები დაიწყოს.

უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებები მიუღებელია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვისაც. მათი განცხადებით, ახლა ეროვნული ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და არა ომის წამოწყება. კიევს ახსენებენ საქართველოს გაცხადებულ პოზიციას, რომ ოკუპირებული რეგიონების შემოერთება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.

კიევის მოწოდებების მიუხედავად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე ოფიციალური თბილისი აქტიურად განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერას და ქვეყანაში სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნებას.

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, ოფიციალურმა კიევმა თბილისის მიმართულებით არაერთი ბრალდება გააჟღერა. იყო მოწოდებებიც და წაქეზებაც უკრაინის არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან.

 

დღის ამბები