აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ლაჩინის მიმართულებით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყე. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
Trand-ის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორცელებული შეტევის შედეგად განადგურდა სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი და საარტილერიო ბატალიონი.
აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, იმავე აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიური ცეცხლი გაიხსნა ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე. დაუიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო.