11 ადამიანი დაშავდა რუსეთში ოზონის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2 მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძარი 25 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. ადგილიდან 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უცნობია მიზეზი.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო ბრიგადები და ვერტმფრენებია მობილიზებული.