27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა - ვიზიტს აშშ-ში ჩინეთის ელჩი ეხმაურება

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტაივანი დაახლოებით 4 საათის წინ დატოვა. ტაიპეის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მალევე გავრცელდა ნენსი პელოსის ტვიტი, სადაც ის გამართულ შეხვედრებს აჯამებს.

"ჩვენს დელეგაციას ჰქონდა განსაკუთრებული პატივი შეხვედროდა ტაივანის პრეზიდენტს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ტაივანს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა.ამერიკის ერთგულება ტაივანის ხალხისადმი ურყევია – ახლაც და მომავალი ათწლეულების განმავლობაშიც. ჩვენი კონგრესის დელეგაციას ჰქონდა დიდი პრივილეგია შეხვედროდა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტს იუან ცაი ჩი-ჩანგს აქ, ტაიპეიში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტაივანის დემოკრატიისადმი, მათ შორის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და მმართველობის საკითხებში," - აცხადებს პელოსი.

ჩინეთმა კი "ბლუმბერგის" ინფორმაციით, აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს წვრთნების დასრულებამდე ტაივანის ცაზე ფრენისგან თავის შეკავება ურჩია. ეს რეკომენდაცია 7 აგვისტომდე გაგრძელდება.

აშშ-ში ჩინეთის ელჩის, ქინ გენგის განცხადებით, პელოსის ტაივანში ჩასვლა იწვევს დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას და ჩინეთი ამ ფაქტს გმობს.

"ნენსი პელოსი შეერთებული შტატების მთავრობაში რიგით მესამე მაღალი რანგის პირია. ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა რომლის ჩასვლაც იწვევს დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას. ჩვენ ამ ფაქტს მკაცრად ვგმობთ და ვაპროტესტებთ . ეს სპიკერის პირველი ვიზიტი არაა ტაივანში, გვახსოვს ანალოგიური ფაქტი 25 წლის წინ. წარსულიდან შეერთებულ შტატებს გაკვეთილი უნდა ესწავლა და არა შეცდომა გაემეორებინა. ჩინეთს ყველანაირი უფლება აქვს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენი ქმედება სრულიად გამართლებული იქნება," - ამბობს გენგი.

 

დღის ამბები