27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების გზა, სპეციალურმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, დასახელდა შემადგენლობაც - უმრავლესობა, ოპოზიციური ჯგუფები და არასამთავრობო სექტორი

საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების გზა სპეციალურმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რომელიც დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა. დასახელდა შემადგენლობაც - უმრავლესობას პლიუს ოპოზიციური ჯგუფები და არასამთავრობო სექტორი.

სამუშაო ჯგუფში ჩართვის სურვილი კომიტეტის სხდომაზევე გამოთქვა თამარ კორძაიამ - პარლამენტის უფრაქციო წევრმა, რომელიც პარალელურად ოპოზიციის ალტერნატიულ პროცესშია ჩართული.

პარტიებმა კი გადაწყვიტეს, პოზიცია არ შეიცვალონ და პროცესებს მხოლოდ საკომიტეტო ფორმატებში შეუერთდნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით აღმოჩნდნენ კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტნიორი პარტიები.

კოლეგების არგუმენტი გაუგებარია ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც პარლამენტში უკვე რამდენიმე კვირაა უმრავლესობასთან ერთად მუშაობს.

პროცესში, რომ ოპოზიცია სრულად უნდა იყოს ჩართული, ამაზე დღესაც საუბრობდა მმართველი გუნდი. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაითვალისწინონ ევროპარლამენტარების რჩევები.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფები პარალელურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. მმართველ პარტიას დრო  განსაზღვრული პროექტების შემუშავებისთვის 1 სექტემბრამდე აქვს, თვის ბოლომდე აპირებს პროექტების დაწერას ოპოზიციის ნაწილიც.

დღის ამბები