27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ მომავალზე ჯერ არაფერი უთქვამს - ექსპრეზიდენტი გეგმების შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში, სასამართლო პროცესზე გააკეთებს

არჩია თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობა ქართულ პოლიტიკას - მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატები უკვე ერთი კვირაა ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშილი პოლიტიკიდანაც მიდის და "ნაციონალური მოძრაობიდანაც." ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი საკუთარ გუნდზე ნაწყენი არ არის და გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო. პატიმრის გადაწყვეტილებას ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი ლიდერიც, თუმცა იმაში, რომ ხელისუფლება მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს, ეჭვი ეპარება.

სახელისუფლებო გუნდი კი კვლავ საკუთარ აზრზე რჩება. "ქართული ოცნება" კვლავ კატეგორიულად იმეორებს რომ მიხეილ სააკაშილი სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

პოლიტიკურ მომავალზე თავად მიხეილ სააკაშვილს ჯერ არაფერი უთქვამს. ყოფილი პრეზიდენტი გეგმების შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში სასამართლო სხდომაზე გააკეთებს, თუმცა მანამდე მას თანაგუნდელები მოინახულებენ.

 

დღის ამბები