27 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ხმაური გორის საკრებულოში - დაპირისპირება მერიის რეორგანიზაციის საკითხმა გამოიწვია, რომელიც შტატების შემცირებას ეხებოდა

ხმაური გორის საკრებულოში - დაპირისპირება მერიის რეორგანიზაციის საკითხის კენჭისყრას მოჰყვა, რომელიც შტატების შემცირებას ეხებოდა. უმრავლესობის სამმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნახევარი საათით შესვენება გამოაცხადა. სხდომაზე "ქართული ოცნების" მხოლოდ ერთი დეპუტატი დაბრუნდა, მისი ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მერიის რეორგანიზაციის საკითხს 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

"როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეასრულა პარტიული დავალებები და თავად "ქართული ოცნების" წევრების მხარდაჭერაც ვერ მოიპოვა იმიტომ, რომ კლანებს შორის დაპირისპირების ფარგლებში ვერ ხდება სათანადოდ ყველა კლანის სურვილების დაკმაყოფილება და თანამდებობების გადანაწილება, შესაბამისად ამან გამოიწვია ხმაური", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ანი ბალიაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი პროცესია.

"აზრთა სხვდასხვაობა იყო, ასევე უმრავლესობაშიც. ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, არ მიკვირს. სწორედ ამიტომ, მე გამოვიყენე უფლება, აყალ-მაყალის შესამცირებლად და დავტოვე სხდომა", - განაცხადა დავით რაზმაძემ.

დღის ამბები