27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე - არჩილ თალაკვაძე

პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე. გუშინ, ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა, რომ ეს განცხადება არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სტრატეგია. გამოდის, რომ ეს განცხადება არის არა სიმართლე, არამედ სტრატეგია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის.

"მიხეილ სააკაშვილი უკვე არის შემაფერხებელი ფაქტორი არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ის პოლიტიკურად აშანტაჟებდა, თუნდაც გავიხსენოთ შვიდთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის პროცესი, არამედ საკუთარი პარტიისთვისაც," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განაცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე.

"სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა, საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია – გინდ "ქართული ოცნების" წევრი იყოს, გინდ სააკაშვილი – "ნაციონალური მოძრაობის" დე ფაქტო, დე იურე ლიდერი. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ახლა მისი ადვოკატები და მისი "მრევლი" რას ქადაგებენ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. 

დღის ამბები