27 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე მოლაპარაკებები აწარმოოს, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, როდესაც მას 2026 წელს ვადა ამოეწურება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცახდებაშია ნათქვამი.

აღნიშნული ინფორმაცია თეთრმა სახლმა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის წინ გაავრცელა.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინაში შეარყია მშვიდობა ევროპაში და განაგრძობს თავდასხმას საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე.

"ამ კონტექსტში, რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, განაახლოს აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობა. ჩინეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება ​მოლაპარაკებებში ჩართვის პასუხისმგებლობა, რაც შეამცირებს არასწორი გათვლების რისკს და აღმოფხვრის მადესტაბილიზებელ სამხედრო დინამიკას", – აცხადებს ჯო ბაიდენი. 

 

დღის ამბები