27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 7 წელი გავიდა - გრიგოლ ლილუაშვილმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და და რამდენიმე მათგანი დააჯილდოვა

სუსის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა. ღონისძიების მონაწილეებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს და გუდაურში დაღუპული ეკიპაჟის წევრებს, მაშველებსა და ექიმებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუსის რეფორმის შედეგად ქვეყანას ძლიერი სპეცსამსახური ჰყავს, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნავს. თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმაც და და რამდენიმე მათგანი დააჯილდოვა.

დღის ამბები