27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ უკრაინელი დევნილების ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ უკრაინელი დევნილების ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო, ეს კი განაპირობა იმან, რომ შემწეობა მიახლოებული ყოფილიყო საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებასთან.

"მარტიდან სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროებში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით. 

ჩვენს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის. მათთვისაც ზუსტად ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად ყოველთვიურად. ასევე, 45-ლარიანი დახმარება ხელზე, რასაც თითოეულ ჩვენს დევნილს ვაძლევთ ყოველთვიურად. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის,"- აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები