28 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს" - ჰაკერებმა უკრაინის მთავრობის, საგარეო საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საიტები გატეხეს

14 იანვარს გამთენიისას, ჰაკერებმა უკრაინის ხელისუფლების ერთდროულად რამდენიმე საიტი გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

საიტებზე გადასვლის მცდელობისას ეკრანზე ჩნდება შეტყონება 3 ენაზე, უკრაინულად, პოლონურად და რუსულად, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინელების ყველა მონაცემი ატვირთულია "საერთო ქსელში". ტექსტი ასევე აფრთხილებს მნახველებს, რომ ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს.

ჰაკერული თავდასხმის განხორციელდა მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და საგანგებო სიტუაციების მართვის უწყების ვებგვერდზეც.

დღის ამბები