ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები უკვე მზადაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაწესდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინასთან დაკავშირებულ ვითარებაზე და რუსეთმა პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს.
"უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია დაექვემდებარება სანქციებს უზარმაზარი შედეგებით. სანქციები უკვე მზად არის. ევროპის ქვეყნები გაერთიანებულები არიან და მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ერთად. ჩვენ გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.