28 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქე თავისუფალია  

საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს. გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი უკვე ერგნეთში არიან - ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

კომენტარი მედიასთან უკანონოდ დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა გააკეთა. მისი თქმით მან გადაკვეთა ე.წ. საზღვარი და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

"ჩვენ ნასვამი ვიყავით და გადავკვეთეთ ე.წ. საზღვარი და ჩვენი ბრალიც იყო. ღამე დაგვიჭირეს მართალი, მაგრამ არანაირი ზეწოლა არ იყო. ძალიან კარგად გვექცეოდნენ ადგილზე, სიგარეტები მოგვიტანეს. ჯერ ჩემი ბიჭი დაიჭირეს და მერე ჩვენ წავედით მის მოსაძებნად. დაგვიჭირეს და წამოგვიყვანეს ბაზაზე. გვეკითხებოდნენ სად მუშაობ და რით ირჩენ თავსო კიდევ გვკითხეს სამხედრო იყავით თუ არაო.,“-აცხადებს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული. 

 

ცნობისთვის: საქართველოს ოთხი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ აძვის მიმდებარედ დააკავეს - საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება კიდევ სამი მოქალაქე.
 

 

დღის ამბები