28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ  

ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე მთავრობის მიერ დღეს კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას და სექტორის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. 

ღიბრაძემ გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამის გავრცელება დაასახელა.

 

 

დღის ამბები