28 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ღამის კლუბები ჯერ ისევ არ იხსნება - საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილებას "ომიკრონის" გავრცელებით ხსნის

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ღიბრაძემ გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამის გავრცელება დაასახელა.

"საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია.

შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები მოქმედებს," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე.

დღის ამბები