28 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
225 კილოგრამი ატაცში - ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები მძიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.

დღის ამბები