28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
პროცესს წინ არ უნდა უსწრებდეს წინაპირობა, არაფერია გამორიცხული, მაგრამ პროცესში მოსალაპარაკებელია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებასა და დიალოგის დაწყებას გულისხმობს.

ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ პროცესის დაწყებამდე დაყენებული წინაპირობები ვითარებას ახალ ჩიხში შეიყვანს. 

"ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა. მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არის გამორიცხული, მაგრამ პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი და გასაანალიზებელია,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები