დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, კონკრეტული მისამართები, სადაც მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა სახელმწიფო მიწებზე, მიტაცებული აქვთ და მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, რომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოხდეს. მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი გარკვეულ ვადაში, წინააღდეგ შემთხვევაში განახორციელეთ ამ მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი,“ - განაცხადა კახა კალაძე.