28 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
პრემიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში იმართება

დღეს ბრიუსელში 2017 წლის შემდეგ პირველად ერთმანეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პირველი პირები შეხვდებიან.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი მიწვევით გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. იგეგმება სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.

სამიტი ძირითად ორ საკითხს განიხილავს: რეგიონში არსებული ვითარება და პანდემია. კიდევ ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა იქნება. დღეს ევროკავშირი იმაზეც იმსჯელებს, როგორ ასრულებს ევროკავშირის წევრობის მსურველი ხუთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს.

სამიტზე უნდა მიიღონ დეკლარაცია, რომელშიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები აისახება, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა. ასევე, საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დღის ამბები