28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებენ

თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებენ. ბოლო მონაცემებით, თურქულმა ლირამ ამერიკულ დოლართან მიმართებით ინფლაცია 15%-ით განიცადა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ლირა 45%-ითაა გაუფასურებული.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სტამბოლსა და ანკარაში შეკრებილ მომიტინგეებს სამართალდამცავები როგორ უკეტავენ გზას და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ეროვნული ვალუტა მას შემდეგ დაეცა, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ცენტრალურ ბანკს სექტემბრის შემდეგ საპროცენტო განაკვეთები სამჯერ შეამცირებინა.

ეკონომისტების გაფრთხილების მიუხედავად, ერდოღანი მიიჩნევს რომ მსგავსი ზომები ინფლაციასთან ბრძოლას ეხმარება. 

დღის ამბები