28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
როგორ უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად საომარ და კრიზისულ სიტუაციებში - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის სწავლება - "დიდგორი 2021" მიმდინარეობს

როგორ უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად საომარ და კრიზისულ სიტუაციებში, ასევე, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ჰიბრიდულ გამოწვევებს, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებს და დეზინფორმაციას - ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის ყველაზე მასშტაბური უწყებათაშორის სწავლება - "დიდგორი 2021" მიმდინარეობს.

სწავლების სცენარი ეროვნული დონის კრიზისულ სიტუაციას მოიცავს. წვრთნა მთელი საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის საერთო საჯარისო ცენტრის სივრცეში კი მოწყობილია იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და გენერალური შტაბი. აქ განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლები ტელე-ვიდეო კონფერენციის საშუალებით ეკრანებზე აკვირდებიან საველე კომპონენტების მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში და სწავლების სცენარიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.

კრწანისის ბაზაზე სწორედ საჯარისო ცენტრში იმყოფებოდა დღეს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე გაეცნო წვრთნის მიმდინარეობას. "დიდგორი 2021" წელს ყველაზე მასშტაბურია და ის პრემიერის განკარგულებით ტარდება.

დღის ამბები